Перейти к содержимому

რა არის ათი მცნება? რას გვასწავლიან ისინი?

  • автор:

ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი მოსემ დაწერა, იგი აღწერს ისრაელის ერის დაბადებას ათასობით წლის წინ.  მოსეს მისია იყო, გამოეყვანა ისრაელიანები, რათა სინათლე ყოფილიყვნენ გარშემო მყოფი ერებისთვის. მოსემ დაიწყო ისრაელიანების (ანუ ებრაელების) გაძღოლით ეგვიპტის მონობიდან, გადარჩენის მისიით, რომელიც ცნობილია როგორც პასექი — სადაც ღმერთმა განათავისუფლა ისრაელიანები გზით, რომელიც მთელი კაცობრიობის მომავალი დახსნისკენ მიუთითებდა.  მაგრამ მოსეს მიზანი არა მხოლოდ ის იყო, რომ ისრაელიანებისთვის ეხელმძღვანელა ეგვიპტის მონობიდან გამოსასვლელად,  არამედ ასევე გაძღოლოდა მათ ცხოვრების ახალი გზისკენ. ასე რომ, პასექის შემდეგ, რომელმაც ისრაელიანები გადაარჩინა, მოსე მათ სინაის მთისკენ (ანუ ხორების მთისკენ) წარუძღვა, სადაც მათ რჯული მიიღეს.

ამრიგად, რა მცნებები მიიღო მოსემ? მიუხედავად იმისა, რომ სრული რჯული საკმაოდ გრძელი იყო, მოსემ უპირველესად გარკვეული მორალური ბრძანებების წყება მიიღო, რომელიც ღმერთმა ქვის ფიქალებზე დაწერა და რომელიც ცნობილია როგორც ათი მცნება (ან დეკალოგი). ეს ათი შეადგენდა რჯულის შეჯამებას — მორალურ საწინდრებს რომლებიც სხვებზე წინ იდგნენ — და ისინი ახლა ღმერთის მოქმედი ძალაა ჩვენს დასარწმუნებლად, რომ მოვინანიოთ.

ათი მცნება

ეს არის ათი მცნება, რომლებიც ღმერთმა დაწერა ქვაზე და შემდეგ მოსემ ჩაწერა ბიბლიაში, გამოსვლის წიგნში.

გამოსვლა თავი 20

1 და თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:

2 «მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

3 არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა.

4 არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.

5 თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.

6 და წყალობის მყოფელი ათასობით თაობისათვის, ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთათვის.

7 არ წარმოთქვა უფლის, შენი ღმერთის სახელი ფუჭად, რადგან უფალი დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც მის სახელს ფუჭად ახსენებს.

8 გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი.

9 ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე;

10 ხოლო მეშვიდე დღე — უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.

11 რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცანი და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.

12 პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო შენს მიწაზე, რომელსაც უფალი ღმერთი გაძლევს.

13 არა კლა.

14 არ იმრუშო.

15 არ იქურდო.

16 არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი მოყვასის წინააღმდეგ.

17 არ ინდომო შენი მოყვასის სახლი; არ ინდომო შენი მოყვასის ცოლი, არც მისი მონა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი და არც არაფერი, რაც შენი მოყვასისაა”.

18 ხედავდა მთელი ხალხი ჭექა-ქუხილს, აკვამლებულ მთას, ცეცხლის ალს და ისმენდა საყვირის ხმას; იხილა ხალხმა, შეკრთა და დადგა მოშორებით.

ათი მცნების სტანდარტი

დღეს, ზოგჯერ გვავიწყდება რომ ეს ბრძანებებია. ეს არაა შემოთავაზებები. და არც რეკომენდაციებია. მაგრამ რამდენად უნდა დავემორჩილოთ ამ ბრძანებებს? ქვემოთ მოცემული, ზუსტად ათი მცნების მიცემამდე გვხვდება.

ავიდა მოსე ღმერთთან და მოუხმო მას უფალმა მთიდან: «ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელის შვილებს:


ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. (გამოსვლა 19:3,5)

ეს კი, ზუსტად ათი მცნების შემდეგ გვაქვს.

აიღო აღთქმის წიგნი და წაიკითხა ხალხის გასაგონად. მათ თქვეს: „ყოველივეს, რაც თქვა უფალმა, შევასრულებთ და დავემორჩილებით.“ (გამოსვლა 24:7)

მოდით ამაზე დავფიქრდეთ. ზოგჯერ ჩემს სკოლის გამოცდაზე, მასწავლებელი რამდენიმე კითხვას გვაძლევდა (მაგალითად 20-ს) მაგრამ შემდეგ მხოლოდ ზოგიერთ კითხვაზე მოითხოვდა პასუხის გაცემას. შეგვეძლო, მაგალითად, ამოგვერჩია ნებისმიერი 15 კითხვა ამ 20-დან და გვეპასუხა. თითოეული მოსწავლე ეცდებოდა ყველაზე მარტივი 15 კითხვა აერჩია საპასუხოდ. ამ გზით მასწავლებელი გამოცდას აიოლებდა.

მრავალი ადამიანი ათ მცნებასაც იგივენაირად ეპყრობა. ისინი ფიქრობენ რომ ღმერთი, ათი მცნების მიცემის შემდეგ, გულისხმობდა: „ეცადეთ ამ ათიდან თქვენ მიერ არჩეული ექვსი დაიცვათ.“ ჩვენ ასე ვფიქრობთ, რადგან წარმოვიდგენთ, რომ ღმერთი ჩვენს „კეთილ საქმეებს“ და „ცუდ საქმეებს“ აბალანსებს. თუ ჩვენი კეთილი დამსახურება გადაწონის ან აუქმებს ჩვენს ნაკლოვანებებს, იმედი გვაქვს რომ ეს საკმარისია ღმერთის კითილგანწყობის მოსაპოვებლად ან სამოთხეში შესასვლელად. იგივე მიზეზის გამო მრავალი ჩვენგანი ცდილობს რელიგიური დამსახურების მოპოვებას სხვადასხვა რელიგიური აქტივობებით, როგორიცაა ეკლესიაში, მეჩეთსა თუ ტაძარში სიარული, ლოცვა, მარხვა და გაჭირვებულისთვის ფულის მიცემა. ეს ქმედებები, იმედი გვაქვს რომ აბალანსებენ პერიოდებს როცა ურჩები ვართ ათიდან ერთ-ერთი მცნებისადმი.

თუმცა, ათი მცნების პატიოსნად წაკითხვა გვაჩვენებს, რომ ისე არაა. ადამიანები უნდა დაემორჩილნონ და დაიცვან ყველა მცნება — ყოველთვის. ამისმა აშკარა სირთულემ მრავალი ააჯანყა ათი მცნების წინააღმდეგ. ცნობილმა ათეისტმა კრისტოფერ ჰითჩენსმა ამ მიზეზის გამო შეუტია ათ მცნებას:

„შემდეგ მოდის ოთხი ცნობილი „არა“, რომლებიც კატეგორიულად კრძალავს მკვლელობას, მრუშობას, ქურდობას და ცრუმოწმეობას. ბოლოს გვაქვს სიხარბის აკრძალვა, შენი მოყვასის ქონების ნდომის აკრძალვა…. ბოროტი ქმედებების აკრძალვის ნაცვლად, აქ გვაქვს უწმიდური აზრების ახირებულად ჩამოყალიბებული აკრძალვა….იგი შეუძლებელს მოითხოვს…შეიძლება ვინმემ იძულებით თავი შეიკავოს უკეთური ქმედებებისგან…, მაგრამ აუკრძალო ადამიანს ამ ყველაფრის შეხედვა, უკვე მეტისმეტია…თუ კი ღმერთს მართლა სურდა რომ ხალხი თავისუფალი ყოფილიყო ასეთი აზრებისგან, მას მეტად უნდა ეზრუნა განსხვავებული სახეობების შექმნაზე.“  კრისტოფერ ჰითჩენი. 2007. ღმერთი დიდებული არაა: როგორ აფუჭებს რელიგია ყველაფერს. გვ. 99-100.

რატომ მოგვცა ღმერთმა ათი მცნება?

იმის ფიქრი, რომ ღმერთი თანხმდება 50%-ს პლიუს ძალისხმევას, ან რომ ღმერთმა შეცდომა დაუშვა შეუძლებლის მოთხოვნით, ნიშნავს არასწორად გაიგო ათი მცნების მიზანი. ისინი ჩვენი პრობლემის დასანახად მოგვეცა.

მოდით მაგალითით გამოვსახოთ. წარმოიდგინეთ, რომ ძალიან დაეცი მიწაზე და მკლავი გტკივა — თუმცა დარწმუნებული არ ხარ შინაგან დაზიანებაში. გატეხილია ძვალი თუ არა? არ ხარ დარწმუნებული თავისით გაგივლის, თუ თაბაშირის დადება მოგიწევს. ასე რომ, გადაიღებ რენდგენს მკლავზე, რომელიც გამოავლენს რომ დიახ, შენი მკალავის ძვალი გატეხილია. კურნავს რენდგენი შენს მკლავს? უკეთ გაქვს მკლავი რენდგენის გამო? არა, შენი მკლავი კვლავ მოტეხილია, მაგრამ ახლა იცი რომ იგი მოტეხილია და თაბაშირის დადება გჭირდება სამკურნალოდ. რენდგენს არ გადაუჭრია პრობლემა, არამედ სააშკარაოზე გამოიტანა  პრობლემა, რათა ახლა სწორად იმკურნალო.

მცნებები ავლენენ ცოდვას

იგივენაირად, ათი მცნება მოგვეცა რათა ჩვენში ღრმად მყოფი პრობლემა — ჩვენი ცოდვა გამოვლინდეს. ცოდვა პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს ასცდე  მიზანს, რომელსაც ღმერთი შენგან მოელის იმაში, თუ როგორ ვექცევით სხვებს, საკუთარ თავსა და ღმერთს. ბიბლია ამბობს, რომ

გადმოხედა უფალმა ზეციდან ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს, ყველამ გადაუხვია გზიდან, ერთიანად გაბინძურდნენ; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის. (ფსალმუნი 14:2-3)

ყველა ჩვენგანს გვაქვს ეს ცოდვის გამხრწნელი პრობლემა შინაგანში. ეს იმდენად სერიოზულია, რომ ღმერთი ჩვენი „კეთილი საქმეების“ შესახებ (რომლებზეც იმედი გვაქვს რომ ჩვენს ცოდვებს გადაფარავს) ამბობს

უწმიდურივით გავხდით ყველანი და ყოველი ჩვენი მართალი საქმე ბინძური სამოსელივითაა; ფოთოლივით დავჭკნით ყველანი და ქარივით წაგვიღებს ჩვენი უმართლობა. (ესაია 64:6)

ჩვენი დამსახურება რელიგიურობის დაცვაში ან სხვების დახმარება, მხოლოდ „ბინძური სამოსელია“ როცა ჩვენი ცოდვების საპირისპიროდაა აწონილი.

მაგრამ პრობლემის გაცნობიერების მაგივრად, ვცდილობთ ან ჩვენი თავები სხვებს შევადაროთ (მცდარი სტანდარტით ვზომავთ საკუთარ თავს), მეტად ვცდილობთ რელიგიური დამსახურების მოპოვებას ან უბრალოდ ვნებდებით და მხოლოდ სიამოვნებისთვის ვცხოვრობთ. ამრიგად, ღმერთმა ათი მცნება მოგვცა რათა:

რადგან რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე; ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა. (რომაელთა 3:20)

ჩვენი ცხოვრების ათი მცნების სტანდარტით გამოკვლევა, ჰგავს რენდგენის შეხედვას, რომელიც შინაგან პრობლემას აჩვენებს. ათი მცნება არ „აგვარებს“ ჩვენს პრობლემას, არამედ ცხადად გამოავლენს მას, რათა დავთანხმდეთ ღმერთის მოცემულ მკურნალობას. საკუთარი თავის მოტყუების ნაცვლად, რჯული ნებას გვრთავს სწორად დავინახოთ საკუთარი თავი.

მონანიებაში მოცემული ღმერთის საჩუქარი

მკურნალობა, რომელსაც ღმერთი გვაძლევს არის ცოდვების პატიების საჩუქარი  იესო ქრისტეს სიკვდილითა და აღდგომით.  ეს სიცოცხლის საჩუქარი მარტივად გვეძლევა თუ კი ვენდობით ანუ გვწამს იესოს საქმის.

მაგრამ რაკი შევიტყეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით. ვინაიდან რჯულის სამეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება. (გალატელთა 2:16)

როგორც აბრაამი გამართლდა ღმერთის წინაშე  ჩვენც შეიძლება მოგვეცეს გამართლება. მაგრამ ეს ჩვენს მონანიებას მოითხოვს. მონანიება ხშრად არასწორად ესმით, თუმცა იგი უბრალოდ ნიშნავს „შევცვალოთ ჩვენი გონება“ რაც მოიცავს ცოდვისთვის ზურგის ქცევას და ღმერთისკენ და მისი შემოთავაზებული საჩუქრისკენ შემობრუნებას. როგორც ბიბლია განმარტავს:

მაშ მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხოცოს თქვენი ცოდვები. (საქმეები 3:19)

მე და შენ გვაქვს აღთქმა, რომ თუ კი მოვინანიებთ, ღმერთისკენ შევტრიალდებით, ჩვენი ცოდვები აღარ ჩაითვლება ჩვენს წინააღმდეგ და სიცოცხლეს მივიღებთ.

ათი მცნება კალენდარში

 ამ პირველ პასექთან და აბრაამის გამოცდასთან ერთად, რომელიც ღმერთის ხელმოწერას ასვავდა ამ გეგმას, რათა დავრწმუნდეთ რომ მართლა მისია, განსაკუთრებული დღე როცა ათი მცნება მიეცა მოსეს, ასევე ღმერთის სულის მოსვლაზე მიანიშნებს. ებრაული კვირების ანუ შავტუტის დღესასწაული დროში შემოსაზღვრულია ათი მცნების მიცემის პერიოდით,  რომელიც ასევე ზუსტად ემთხვევა საქმეების მეორე თავში სულთმოფენობის დღეს როცა სული წმიდა გადმოვიდა.

ათი მცნების მიცემის ჩვენება კვირების დღესასწაულთან და სულთმოფენობას, სულიწმიდის მოსვლასთან კავშირში. კვირების დღესასწაული, ათი მცნება და სულიწმიდის გადმოსვლა, ერთა და იმავე კალენდარულ დღესაა.

ის რომ, დღე როცა სული გადმოვიდა მონანიებულ ადამიანებში დასამკვიდრებლად, იგივე დღესაა, როცა ათი მცნების მიღება აღინიშნება, ღმერთის პასუხია კრისტოფერ ჰითჩენის ჩივილზე. ღმერთი „ზრუნავს ახალი სახეობების შექმნაზე“ — ადამიანის, რომელშიც მისი სული მკვიდრობს, რათა გვქონდეს შესაძლებლობა განსხვავებულად ვიცხოვროთ. მათი დროის სიზუსტე, კიდევ ერთხელ არის მისი ხელმოწერა დროის ტილოზე, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რჯულიც და სულიწმიდაც ღმერთისგანაა.  

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *